Overview
კურსის შესახებ
XXI-ე საუკუნეში ძალიან სწრაფად ხდება პროფესიების ტრანსფორმაცია და სხვადასხვა დარგობრივი ტექნოლოგიების განვითარება, აღნიშნულს ხელს უწობს ჩვენს სამყაროში ინფომაციული საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ექსპონენციალური ზრდა, აქედან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანია პროფესიული განვითარება. პროფესიული უნარ-ჩვევების განსავითარებლად არსებობს ტრადიციული და დისტანციური სწავლების მეთოდები. აღნიშნული მეთოდები ერთმანეთისგან განსხვავდება მხოლოდ სასწავლო გარემოთი, მაგრამ სასწავლო მიზნის მიღწევა ორივე მეთოდითაა შესაძლებელი. აღნიშნული კურსი განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს შეისწავლოს დისტანციური სწავლების დიზაინი და მეთოდები, რათა დამოუკიდებლად შეძლოს ონლაინ კურსის შექმნა და წარმართვა შესაბამის პლატფორმებზე.
კურსის შინაარსი
I – ონლაინ სწავლების მიმოხილვა
მოდულში გაეცნობით ელექტრონული სწავლების სახეობებს და ფორმებს, შეიტყობთ მათ დადებით და უარყოფით მხარეებს, გაეცნობით დისტანციური სწავლების საუკეთესო გამოცდილებას და მასზე დაყრდნობით შეარჩევთ თქვენთვის მოსახერხებელ პლატფორმას.
II – სინქრონული, ასინქრონული და შერეული სწავლების დიზაინი და მეთოდოლოგია
მოდულში გაეცნობით დისტანციური სწავლების დიზაინს და მეთოდოლოგიას, მიღებული ცოდნით შეძლებთ შექმნათ ონლაინ სასწავლო კურსი, სინქრონული, ასინქრონულ და შერეული პლატფორმებისათვის.
III – ასინქრონული დისტანციური სწავლის მართვის სისტემები და ინსტრუმენტები
მოდულში განვიხილავთ ასინქრონული სწავლების პლატფორმებს, სადაც გაეცნობით პლატფორმების შესაძლებლობებს, ავტორიზაციას და კურსის შექმნისთვის საჭირო ინსტრუმენტებს.
IV – სინქრონული დისტანციური სწავლის მართვის სისტემები და ინსტრუმენტები
მოდულში განვიხილავთ სინქრონული სწავლების პლატფორმებს, სადაც გაეცნობით პლატფორმების შესაძლებლობებს, ავტორიზაციას და სინქრონული, ონლაინ შეხვედრის წარმართვას.
V – შერეული დისტანციური სწავლის მართვის სისტემები და ინსტრუმენტები
მოდულში განვიხილავთ შერეული სწავლების პლატფორმებს, მათ შესაძლებლობებს, კურსის წარმოებას და დამხმარე ინსტრუმენტებს.
სერტიფიცირება
მონაწილეებს, რომლებიც გაეცნობიან ყველა შინაარს და შეასრულებენ კურსში მოცემულ ტესტებს, რომელთა ჯამური ქულათა რაოდენობა უნდა აღემატებოდეს 80%-ს მიენიჭებათ ციფრული სერტიფიკატი.
გაითვალისწინეთ, თითოეული ტესტის ხელახლა აღება შესაძლებელია მხოლოდ ორჯერ.
Სისტემის მოთხოვნები:
დარწმუნდით, რომ თქვენ გაქვთ ყველაზე თანამედროვე ვებ – ბრაუზერი (მაგ .: Google Chrome, Microsoft Edge, Firefox, Safari, ან Opera) და კარგი ინტერნეტ კავშირი (500+ Kbps სიჩქარე).
Course Features
- Lectures 23
- Quizzes 1
- Duration 6 საათი
- Skill level ყველა საფეხური
- Language ქართული
- Students 158
- Certificate Yes
- Assessments Self
Curriculum
-
ონლაინ სწავლების მიმოხილვა
5-
Lecture1.1
-
Lecture1.2
-
Lecture1.3
-
Lecture1.4
-
Lecture1.5
-
-
სინქრონული, ასინქრონული და შერეული სწავლების დიზაინი და მეთოდოლოგია
7-
Lecture2.1
-
Lecture2.2
-
Lecture2.3
-
Lecture2.4
-
Lecture2.5
-
Lecture2.6
-
Lecture2.7
-
-
ასინქრონული დისტანციური სწავლის მართვის სისტემები და ინსტრუმენტები
3-
Lecture3.1
-
Lecture3.2
-
Lecture3.3
-
-
სინქრონული დისტანციური სწავლის მართვის სისტემები და ინსტრუმენტები
6-
Lecture4.1
-
Lecture4.2
-
Lecture4.3
-
Lecture4.4
-
Lecture4.5
-
Lecture4.6
-
-
შერეული დისტანციური სწავლის მართვის სისტემები და ინსტრუმენტები
3-
Lecture5.1
-
Lecture5.2
-
Quiz5.1
-
Reviews
Reviews
Average Rating
Detailed Rating
-
Tamar Gigolashvili
დისტანციური სწავლების კურსი
ძალიან საინტერესო და საჭირო კურსია, განსაკუთრებით ტრენერებისთვის, ტრენინგების/კურსების ორგანიზატორებისთვის! დიდი მადლობა ტრენერებს, გიორგისა და ზურას ასეთი ინფორმაციული და სრულყოფილი კურსის შექმნისთვის
-
Ana Gemazashvili
დისტანციური სწავლება
აღნიშნული კური ძალიან საინტერესო და სასარგებლო იყო. სურვილი მქავს უფრო დაწვრილებით გავეცნო დისტანციური სწავლა/სწავლებას.
-
ლევან სახვაძე
დისტანციური სწავლება
მინდა მოგახსენოთ რომ ძაან სასარგებლო და საჭირო კურსები გავიარეთ, მადლობა ტრენერებს ბატონ გიორგის და ბატონ ზურას ვისურვებდით სამომავლოდ სხვა ტრენინგებზე დასწრებას. კიდევ ერთხელ მადლობა დიდი, პატივისცემით